ერთნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია ე.წ. სომხების სასაფლაოს სიღრმეში დგას. ტაძრის დასავლეთით კრამიტის გადახურვაზე აღმართულია სომხური ტაძრებისათვის დამახასიათებელი პატარა ფანჩატური-სამრეკლო. ეკლესია ნაგებია ქართული ბრტყელი აგურით კირდუღაბზე და დაფარულია ნალესობით. დეკორაციისათვის გამოყენებული წითელი ფერის საღებავი თითქმის სულ ჩამორეცხილია. ფასადთა სამკობს შეისრული თაღების რიგი და მათში ჩაკვეთილი დეკორატიული რომბები, შეისრული ნიშები და ჯვრები წარმოადგენს. ინტერიერის ხალვათი, მაღალი სივრცე სადადაა გადაწყვეტილი, ყოველგვარი კაზმულობის გარეშე. კედლებზე მხოლოდ ასევე შეისრული მოყვანილობის საბჯენი თაღედია გადასროლილი. ეკლესია მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოში მცირე რაოდენობით არსებული გვიანი შუა საუკუნეების სატაძრო არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია; იგი მე-19 საუკუნის თელავის ისტორიული განაშენიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.
The single-nave hall-type church stands in the depths of the so-called Armenian cemetery. To the west of the temple, on a tiled roof, rises a small bell tower typical of Armenian churches. The church is built of Georgian flat bricks on lime mortar and is covered with plastering. The red paint used for decoration is almost completely washed off. The facades are decorated with arche rows and carved in them decorative rhombuses, pointed niches and crosses. The free, high space of the interior is simple, without any decoration. On the walls, there is only a pointed bearing arcade. The church is important because it is one of the few examples of late medieval temple architecture in Georgia; It is one of the important objects of the historical development of Telavi of the 19th century.
ძეგლი


















