მაღალი პროპორციების მქონე დარბაზული ტიპის ეკლესია ე.წ. „ქართული სასაფლაოს“ ტერიტორიაზე დგას. დღესდღეობით თითქმის ნანგრევებად ქცეული ტაძარი ნაშენია ქართული ბრტყელი აგურით კირ-დუღაბის ხსნარზე და დაფარულია ნალესობით. შედარებით უკეთესადაა შემორჩენილი სამხრეთი და დასავლეთი კედელი, რომლის გადახურვაზეც აღმართულია ფანჩატური-სამრეკლო. ფასადთა სამკობს დეკორატიული თაღოვანი ნიშები, ლუნეტები და აგურის სიბრტყეში ჩაკვეთილი ჯვარი წარმოადგენს. ცილინდრული კამარის საბჯენი თაღებისა და პილასტრების რიგით დანაწევრებული ინტერიერი სადაა, კაზმულობის გარეშე, თეთრად შელესილი. ეკლესია მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოში მცირე რაოდენობით არსებული გვიანი შუა საუკუნეების სატაძრო არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია; იგი მე-19 საუკუნის თელავის ისტორიული განაშენიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ობიექტია.
The hall-type church with high proportions stands on the territory of the so-called “Georgian cemetery”. Today, an almost half-ruined temple is built of Georgian flat brick on lime mortar and is covered with plastering. The southern and western walls are relatively better preserved, on the roof of which there is an arched bell tower. The faсade is decorated with decorative arched niches, lunettes and a cross cut deep into a brick plane. The interior, divided by bearing arches of cylindrical vault and pilasters, is plain, without decoration, plastered in white. The church is important because it is one of the few examples of late medieval temple architecture in Georgia; It is one of the important objects of the historical development of Telavi of the 19th century.
ძეგლი































