XIX საუკუნის ბოლო პერიოდის, ტიპური თელავური საცხოვრისის საფასადე კომპოზიცია მართკუთხა საპირეებში ჩასმული მაღალი ფანჯრებითა და მათ შორის კედლის შვერილი პილასტრების მოტივით არის შედგენილი. ამჩნევია დაფერვის კვალიც. შენობა ტრადიციულად სრულდება სამკუთხა ფრონტონით. ეზოს მხარეს სახლი მცირე ზომის ბაქანზე არსებული შუშაბანდით იხსნება. შენობას მნიშვნელობას სძენს მოკრძალებული და მოხდენილი პროპორცია და თელავისათვის ტრადიციული და ევროპული არქიტექტურის ელემენტების კომბინაციით შედგენილი საფასადო დეკორი.
The facade composition of a typical Telavi dwelling of the late 19th century is made up of high windows inserted in rectangular trimmers and projected pilasters of the wall between them. There is trace of plating. The building traditionally ends with a triangular pediment. From the side of the courtyard, the house opens with a glass gallery. The building is given importance by modest and graceful proportions, and facade decor, consisting of traditional for Telavi combinations and European architectural elements.
ობიექტი
