ღვთისმშობლის ქუჩაზე გამოსული, სამკუთხა ფორმის ფრონტონით დასრულებული ფასადი, პროფილირებული ნალესობით გამოირჩევა. ეზოს მხრიდან აივანს (შემინულია) შემორჩენილი აქვს წახნაგოვანი ხის სვეტები და ჩუქურთმები, რაც XIX საუკუნის თელავური საცხოვრისის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. საცხოვრებელი სახლი მნიშვნელოვანია სიძველისა და თელავური ურბანული არქიტექტურისათვის სახასიათო საფასადო კომპოზიციის გამო.
The facade with triangular pediment, overlooking Ghvtismshobeli Street is distinguished by a profiled plastering. On the side of the courtyard, on the balcony (glazed), faceted wooden columns and ornamentations have been preserved, which is one of the characteristic features of Telavi dwelling of the 19th century. The house is important for its antiquity and facade composition typical to Telavi urban architecture.
ობიექტი


