აგურის ჯვარედინი წყობით ნაგები, სწორკუთხა ფორმის კარიბჭე XIX საუკუნის შუა პერიოდით თარიღდება. კარიბჭის ორსავ მხარეს ბრტყელი ნიშაა დატანილი. გადახურულია კრამიტით. მოცემული მცირე არქიტექტურული ფორმა თელავის ისტორიული განაშენიანების ერთ-ერთი საინტერესო ობიექტია, რომელიც გვიანი შუა საუკუნეების თელაველის საცხოვრისის ხასიათზე გვიქმნის წარმოდგენას.
Built of cross shape brickwork, the rectangular gate dates back to the mid-nineteenth century. There are flat niches on both sides of the gate. It is roofed with tiles. This small architectural form is one of the interesting objects of the historical development of Telavi, which gives an idea of the late medieval dwelling of Telavi.
ობიექტი



