სამკუთხა ფორმის ფრონტონით დასრულებული, ერთსართულიანი, აგურით ნაგები საცხოვრებლის მთავარი ფასადი სრულადაა შეფუთული ცემენტის ნალესობით. საცხოვრისის ტიპზე და სიძველეზე მხოლოდ მისი მოკრძალებული მასშტაბი და კამერული ხასიათი მიგვითითებს, რაც XIX საუკუნის თელავური საცხოვრებლის არქიტექტურისთვისაა დამახასიათებელი. გვიანდელი ჩარევების მიუხედავად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით, იგი მე-19 საუკუნის შუა ხნიდან შემორჩენილი ერთ-ერთი ადრეული ნაგებობაა ქალაქში.
The main facade of a one-story brick building with a triangular pediment, is fully wrapped with cement plastering. Its modest size and chamber character indicate the type and antiquity of the dwelling, which is typical for the architecture of Telavi dwelling of the 19th century. Despite later interventions, the building is important for its antiquity; It is one of the earliest buildings in the city preserved from the mid-19th century.
ობიექტი
