მოკრძალებული მასშტაბის მქონე ერთსართულიანი აგურის საცხოვრებელი სახლი ორგანულად ერგება ქუჩის დამრეც რელიეფს და ჰარმონიულად ეწერება არსებულ განაშენიანებაში. მთავარი ფასადი აგურის დეკორატიული წყობით გამოყვანილი ელემენტებით ფორმდება, ეზოსი კი – ხის ჭვირული აივნით. შენობა მე-19 საუკუნის დასასრულის თელავის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა მნიშვნელოვანია ტრადიციული თელავური გეგმარებითი კომპოზიციის, აგურის წყობაში გამოყვანილი საფასადო დეკორისა და აუთენტური ხის ელემენტების, მათ შორის ეზოსპირა ფასადზე განთავსებული ხის ჭვირული აივნისა და ხის ორნამენტული ორფრთიანი კარის გამო.
A one-storey brick house of modest size organically adapts to the sloping terrain of the street and harmoniously fits into the existing development. The main facade is decorated with elements of decorative brick setting, and the courtyard – with wooden openwork balcony. The building is one of the most interesting examples of Telavi urban architecture of the late 19th century. The building is important due to the traditional layout composition of Telavi, the brickwork facade decoration and authentic wooden elements, including a decorative wooden balcony and a wooden double-leaf door from the street facade.


















