მოკრძალებული მასშტაბის მქონე ერთსართულიანი აგურის საცხოვრებელი სახლი ორგანულად ერგება ქუჩის დამრეც რელიეფს და ჰარმონიულად ეწერება არსებულ განაშენიანებაში. სახლის მაღალი პარაპეტის უკან თელავური საცხოვრისისათვის ტრადიციული სამკუთხა ფრონტონი იმალება. შენობა მე-19 საუკუნის დასასრულის თელავის ურბანული არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა მნიშვნელოვანია ტრადიციული თელავური გეგმარებითი კომპოზიციის, აგურის წყობაში გამოყვანილი საფასადო დეკორისა და აუთენტური ხის ელემენტების, მათ შორის ხის ორნამენტული ორფრთიანი კარის გამო.
A one-storey brick house of modest size organically adapts to the sloping terrain of the street and harmoniously fits into the existing development. Behind the high parapet of the house is a triangular pediment, traditional for the Telavi living house. The building is one of the most interesting examples of Telavi urban architecture of the late 19th century. The building is important due to the traditional layout of Telavi, the brickwork facade decoration and authentic wooden elements, including a decorative wooden double-leaf door.





