მე-19 საუკუნის შუახნის ერთსართულიანი სახლი კახური სამშენებლო ტექნიკის მსგავსად ნაგებია რიყის ქვისა და ძველი ქართული აგურის კომბინაციით კირის დუღაბზე. ეზოს სიღრმეში განთავსებული შენობა დამჯდარი პროპორციის აგურის წრიული სვეტების მქონე ღია აივანი-ტერასით ეხსნება გარემოს. ამდენად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით, თელავისათვის ტრადიციული გეგმარებით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით.
A one-storey house of the 19th century, like the Kakhetian construction technique, is built from a combination of cobblestones and old Georgian bricks on lime mortar. Located in the depths of the courtyard, the building has an open balcony-terrace with round brick columns. Thus, the building is important for its antiquity, traditional for Telavi planning and artistic and architectural design.







