vaxvaxishvilebis-burji-chadris-qucha-2

ე.წ. „ვახვახიანთ ციხე-გალავანი“ ერთ-ერთია იმ სამი ისტორიული ციხიდან, რომელიც თელავის განაშენიანებაშია ჩართული. ციხე-სიმაგრის ფუნქციის დაკარგვის შემდეგ მისი ბურჯები საცხოვრებლად გამოიყენებოდა, მათ შორის არსებული ბურჯიც, რომელიც ფანჩატურის ფუნქციას ასრულებდა. მე-19 საუკუნეში ბურჯის თავდაპირველი მოცულობა გადაკეთდა ორსართულიან ნაგებობად. ძველი ფენიდან შემორჩენილია შეისრული სარკმლის ღიობები და კამაროვანი გუმბათი. ღირებულია, როგორც თავდაპირველი შუასაუკუნეობრივი ფენა, ისე მე-19 საუკუნის ადაპტაციის შედეგი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბურჯის ურბანული დატვირთვა, რადგან ის აქტიურად არის ჩართული თელავის ისტორიულ ლანდშაფტში.

The so-called “Vakhvakhiant Fortress” is one of the three historical fortresses, which is the part of Telavi’s development. After the loss of the function of the fortress, its towers were used as dwellings, including the existing tower, which served as a pavilion. In the 19th century, the original volume of the tower was rebuilt into a two-storey building. Pointed window openings and an arched dome have been preserved from the old layer. The tower plays an important role in the historical landscape of Telavi.

ძეგლი

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts