ამ სახლად გადაქცეულ ვახვახიშვილების სამხრეთ-დასავლეთის კოშკში ცხოვრობდა ივანე საჩინოს ძე ჯაფარიძე, თავისი დროის თელავის მშვენება, ძველი ქართული დიდი ულვაშებით და სიდარბაისლით ცნობილი პიროვნება, რომელიც 1924 წლის სექტემბერში საბჭოთა ხელისუფლების მსახურებმა, სხვა თელაველებთან ერთად ,,გიგოს გორაზე’’ დახვრიტეს. შვილმა გიორგიმ ნაუცბათევად მიწაწაყრილი მამის ცხედარი სწორედ მისი მიწიდან ამოშვერილი ულვაშებით ამოიცნო.
ე.წ. „ვახვახიანთ ციხე-გალავანი“ ერთ-ერთია იმ სამი ისტორიული ციხიდან, რომელიც თელავის განაშენიანებაშია ჩართული. მე-18 საუკუნის ციხის გალავანი ნაგებია მსხვილი რიყის ქვისა და აგურის შერეული წყობით კირდუღაბზე. კედელს აგვირგვინებს ქონგურების რიგი. გალავანი ნაწილობრივაა შემონახული (კარიბჭე აღარ არსებობს); ციხე-გალავნის ოთხივე ბურჯი საცხოვრებელ სახლებად არის ქცეული ჯერ კიდევ მე-19 საუკუნიდან. 1970-იან წლებში ციხის ტერიტორიაზე თელავის ინტურისტის სასტუმროს მაღლივი შენობა ააგეს, რამაც სახე უცვალა არა მხოლოდ თელავის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ მემკვიდრეობას, არამედ მთელი ქალაქის ლანდშაფტს. მოცემული ნაგებობა მნიშვნელოვანია, როგორც თუნდაც ფრაგმენტული სახით შემორჩენილი მე-18 საუკუნის საფორტიფიკაციო ნაგებობა.
Ivane Sachino Japaridze, the beauty of Telavi of his time, a person famous for his old Georgian mustache and gravity, lived in the southwest of the Vakhvakhishvili’s family house. He was shot in September 1924 on “Gigo’s Gora (Hill)”. His son Giorgi recognized the body of his father, who was lying on the ground, with a mustache pulled out of the land
The so-called “Vakhvakhiant Fortress” is one of the three historical fortresses, which is included in Telavi’s development. The fortress fence of the 18th century is made of large cobblestone and brick masonry. The wall is decorated with merlons. The fence is partially preserved (the gate does not exist); All four towers of the fortress have been turned into living houses since the 19th century. In the 1970s, Telavi Intourist Hotel was built on the territory of the fortress, which changed not only one of the most important historical heritage of Telavi, but also the landscape of the entire city. The importance of this structure is given by the fortification of the 18th century, preserved in a fragmentary form.
ძეგლი



