ვახვახიანთ ციხისა და სასახლის კუთვნილი მარანი დღეს სასტუმროს თანამედროვე არქიტექტურულ კომპლექსშია ჩაშენებული. მარნის თაღოვანი კამარით გადახურული დარბაზული სივრცე გამოირჩევა დახვეწილი არქიტექტურითა და კედლის უნაკლო წყობით. სამშენებლო მასალად გამოყენებულია კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი ტრადიციული მასალა: ქართული ბრტყელი აგური და რიყის ქვა, კირის დუღაბზე. მარნის შესასვლელი გვირაბები ოდნავ შეისრული კამარებით არის გადახურული, ხოლო ცენტრალური სივრცე ნალისებრ-თაღოვანი კამარით. მარნის ინტერიერში შემონახულია აგურის წყობით ამოყვანილი სხვადასხვა ზომისა და ფორმის თაღოვანი ნიშები, თახჩები და დიდი ზომის ბუხარი, რომელიც ქვისა და აგურის მონაცვლეობითი მწყობრი წყობით არის ამოყვანილი. თაღები ნაშენია აგურის დეკორატიული წყობით.
მე-18 საუკუნის მარანი გვიანი შუა საუკუნეების ხანის თელავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია, რომელსაც აქვს როგორც ისტორიული, ისე მხატვრულ-არქიტექტურული ფასეულობა.
The cellar, which belongs to the Vakhvakhishvili fortress and palace, is now built into the modern architectural complex of the hotel. The arched hall of the cellar is distinguished by sophisticated architecture and a flawless masonry. Traditional materials typical for Kakhetian architecture were used as building materials: Georgian flat brick and cobblestone, on lime mortar. The entrance tunnels of the cellar are covered with slightly pointed arches, and the central space is covered with horseshoe shaped arc. Arched niches of various sizes and shapes, closets and a large fireplace made of of stone and brick have been preserved in the interior of the cellar. The arches are built of decorative brick masonry. The cellar of the 18th century is one of the most important historical monuments of the late medieval Telavi, which has both historical and artistic and architectural value.
ძეგლი























