2

წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი
წინანდლის ისტორიულ მამულში, ჭავჭავაძეების საზაფხულო რეზიდენციაში,
ისტორიასთან ერთად, კლასიკური მუსიკა, როგორც მომავლის მემკვიდრეობა, სტუმრებს
ყოველი წლის სექტემბერში მასპინძლობს. 15-დღიანი საერთაშორისო ფესტივალის
საკონცერტო პროგრამაში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და
უცხოელი მუსიკოსები. ფესტივალზე კლასიკური, კამერული და სოლო კონცერტები
იმართება.

ფესტივალის ფარგლებში დაარსებულია მუსიკალური აკადემია, რომელიც ახალგაზრდა
მუსიკოსებს ყოველწლიურად მასპინძლობს. დამწყებ მუსიკოსებს აქვთ უნიკალური
საშუალება – ეზიარონ თანამედროვე კლასიკური მუსიკის სამყაროს და გაიღრმავონ
მუსიკალური განათლება სიმინარებისა და მასტერკლასების საშუალებით, რომელთაც
თანამედროვე კლასიკური მუსიკის გამოჩენილი წარმომადგენლები უძღვებიან.

წინანდლის ფესტივალის ფარგლებში ჩამოყალიბებულია პან-კავკასიური (PAN CAUCASIAN
YOUTH ORCHESTRA, PCYO) ახალგაზრდული ორკესტრი, რომელიც 6 ქვეყანაში შერჩეული
ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსებისაგან დაკომპლექტდა. აღნიშნულ ორკესტრს
წინანდლის ფესტივალის ძირითადი ორკესტრის სტატუსი აქვს მინიჭებული.

საერთაშორისო დონის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, 2019 წელს საქართველოს
მთავრობისა და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“ თანამშრომლობის შედეგად დაარსდა.
მისი დამფუძნებლები არიან: ვერბიეს ფესტივალის დამფუძნებელი მარტინ ენგსტომი;
ისრაელის ფილარმონიის ხელმძღვანელი ავი შოშანი და კომპანია „სილქ როუდ ჯგუფის“
დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი. ფესტივალის გენერალური დირექტორია დავით
საყვარელიძე.

ფესტივალისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის უზრუნველსაყოფად, წინანდლის
კომპლექსში აშენებულია სასტუმრო „პარკ ჰოტელი“ (PARK HOTEL). 70-ნომრიანი
სასტუმროს პირველ სართულზე მოწყობილია მუსიკალური ინსტრუმენტებით
აღჭურვილი ოთახები.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts