qeba vaz

მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი თელავში
ყოველწლიურად, თელავში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება.
ფესტივალი მთელი მსოფლიოდან მაღალი დონის შემსრულებლებს მასპინძლობს.
მუსიკოსები, რომლებიც საქართველოს ყველა კუთხიდან და უცხოეთიდან
ყოველწლიურად თელავში იკრიბებიან, საშუალება აქვთ მოუსმინონ საუკეთესო
შემსრულებლებს, ურთიერთობა ჰქონდეთ მუსიკალურ წრეებთან და გაიღრმავონ
საშემსრულებლო თუ პედაგოგიური უნარ-ჩვევები. მსმენელს შეუძლია გაეცნოს
მაღალპროფესიონალი, მსოფლიოში განთქმული მუსიკოსების შემოქმედებას.
ახალგაზრდა, ნიჭიერ მუსიკოსებს შესაძლებლობა აქვთ წარადგინონ საკუთარი
შემოქმედება და გაიარონ მასტერკლასები ცნობილ მუსიკოსებთან.

XX საუკუნის 80-იან წლებში, კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი
სახელწოდებით – „ქება ვაზისა“, ცნობილმა ქართველმა პიანისტმა ელისო ვირსალაძემ
დააარსა. თელავის ფესტივალი პირველივე წლიდან ძალიან პოპულარული და
წარმატებული გახდა. თელავი მაშინვე იქცა კლასიკური მუსიკის ერთ-ერთ
უმნიშვნელოვანეს ცენტრად. ფესტივალის წარმატება აიხსნება მისი აქტუალობით,
საინტერესო და მრავალფეროვანი პროგრამით, რაც განმსაზღვრელია დამფუძნებლისა და
მის მიერ მოწვეული მაღალპროფესიონალი მუსიკოსების მონაწილეობით.

საქართველოში 90-იან წლებში მომხდარი პოლიტიკურ-ეკონომიკური მოვლენების გამო,
ფესტივალი შეწყდა. „ქება ვაზისა“ 1994 წლის შემდეგ აღარ ჩატარებულა. 16-წლიანი
პაუზის შემდეგ, 2010 წელს ტრადიცია აღდგა და თელავს ლეგენდარული ფესტივალი
განახლებული სახითა და სახელწოდებით დაუბრუნდა. მას შემდეგ, ფესტივალი
ყოველწლიურად საქართველოს კულტურის სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს
მხარდაჭერით ტარდება. სპეციალურად ფესტივალისთვის სახელმწიფომ „Steinway &
Sons“-ის საუკეთესო ორი როიალი შეიძინა.

კონცერტები, ტრადიციულად, თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული
სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე იმართება.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts