dabaxnebis-wyaro-8

ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩას ჩრდილო-დასავლეთით ერწყმის თელავის ერთ-ერთი უძველესი „დაბახნების“ უბანი. „დაბახნების“ უბანი ,,ზუზუმბოს გორის’’ განშტოებაა და ემიჯნება ,,ყადორის გორას“.

,,დაბახნების’’ უბანს ჩრდილო-დასავლეთით ჭავჭავაძის ქუჩა ესაზღვრება.

      სახელი „დაბახანა“ მომდინარეობს სიტყვა „დაბაღი“-დან, რაც ტყავის გამომყვანს ნიშნავს. ამ უბანში მდებარეობდა დაბაღების სახელოსნოები – ,,ქარხნები“, ,,დაბახანები“, როგორადაც იხსენიებდა მათ მოსახლეობა. აქვე  ცხოვრობდნენ ტყავის გამომყვანი ოსტატები (დაბაღები). სავარაუდოდ, ,,დაბახნების’’ უბანში უნდა ყოფილიყო ,,დაბაღების’’ ამქრის სამყოფელი.

     ,,დაბახნების“ ხევში მოედინება ცივი, ბუნებრივი წყარო, რომელიც ,,ზუზუმბოს გორიდან’’ იწყება. ადრე მას ,,მაწანწრის წყაროს’’ ეძახდნენ, რადგან  ეს ადგილი ადრიდანვე ამ ტოპონიმს ატარებდა. დღეს ამ წყაროს ადგილობრივი მოსახლეობა „დაბახნების“ ან „განჯელების’’ წყაროს სახელებით იხსენიებს.

სახელწოდება ,,დაბახნების’’ წყაროს მოგვიანებით დაერქვა, როდესაც აქ გაჩნდა ტყავის დამამუშავებელი პირველი სახელოსნოები.

 მეორე სახელი ,,განჯელების’’ წყაროს იმის გამო შეერქვა, რომ ,,ყადორის გორის“ ტერიტორიაზე მდებარე ე.წ. ,,ძველ გალავანში’’, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევრისთვის გაუდაბურებულ ადგილს წარმოადგენდა, ერეკლე II-მ ყარაბაღიდან და განჯიდან (ელიზავეტოპოლიდან) იძულებით გადმოხვეწილი  60-მდე სომხური ოჯახი ჩაასახლა. მათ თელავში დასახლების შემდეგ ხელი მიჰყვეს ხელოსნობასა და ვაჭრობას.

წყარო ქუჩის ჩიხშია განთავსებული და მასთან მოხვედრა ქვაფენილიანი ბილიკითაა შესაძლებელი. მარტივი არქიტექტურული ფორმებისაგან შედგენილი მოცულობა ძირითადად ქართული აგურითაა ნაგები. ორ დიდი ზომის მართკუთხა თლილ ქვაზე გადაყვანილია აგურის მოხდენილი თაღი დეკორატიული პროფილირებული კაპიტელებით. როგორც დაზიანებული მონაკვეთებიდან ჩანს, ნახევარსვეტების გვერდებზე აგურის შვერილებია. მშენებლის მიერ ამგვარი შვერილის (პილასტრის) გამოყენება, გარკვეულწილად, დეკორატიულ ჩანაფიქრს უნდა წარმოადგენდეს. წყარო მე-18-19 საუკუნეების მიჯნით თარიღდება. წყალი ამ ეტაპზე აღარ მოედინება.

წყარო ერთ-ერთია იმ მცირე არქიტექტურულ ფორმათაგან, რომელიც თელავის ისტორიულ ქსოვილშია გაბნეული და ქალაქის შუასაუკუნეობრივი ყოფის შემადგენელია. ამდენად, წყაროს აქვს, როგორც მხატვრულ-არქიტექტურული, ისე ეთნოგრაფიული ღირებულება.

Bidzina Cholokashvili Street is connected to the northwest by one of the oldest “Dabakhnebi” districts of Telavi. “Dabakhnebi” district is a branch of “Zuzumbo’s Gora (hill)” and borders “Kadori’s Gora (hill)”.

“Dabakhnebi” district is bordered by Chavchavadze Street in the north-west.      The name “Dabakhana” comes from the word “Dabaghi”, which means a leather craftsman. There were shops and private houses of leather craftsmen on this district. Presumably, there should have been a “Dabaghnebi” leather craftsmen residence in the “Dabakhnebi” area.

     A cold, natural spring water flows in the gorge of “Dabakhnebi”, which starts from “Zuzumbo Gora (hill)”. Before that it was called “Matsantsara Spring water” as the place carried the toponym of this area from the very beginning. Today, the locals refer to this place as “Dabakhnebi” or “Ganjelebi”.

The name “Dabakhnebi” was later coined when the first leather processing workshops appeared here.

The second name “Ganjelebi” was given to this territory due to the fact that in the so-called “Old Royal Wall”, which was a barren place for the second half of the 18th century, king Erekle II settled about 60 Armenian families who had been forcibly relocated from Karabakh and Ganja (Elizavetopol). After settling in Telavi, they started crafts and trade.

The fount is located in the blind alley of the street and can be reached via a paved path. The volume, consisting of simple architectural forms, is mostly made of Georgian bricks. Over two large rectangular carved stones is a brick arch with decorative profiled capitals. As can be seen from the damaged sections, there are brick projections on the sides of the half-columns. The use of such projection by the builder should, to some extent, be a decorative intent. The source dates back to the turn of the 18th and 19th centuries. At this stage, there is no water.

The fount is one of the small architectural forms that is scattered in historical tissue of Telavi and is a part of the medieval life of the city. Thus, the fount has both artistic-architectural and ethnographic value.

ძეგლი

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts