2

თელავში ,,ჭაჭის ფესტივალი“ პირველად 2018 წელს გაიმართა. „ჭაჭის ფესტივალში“ კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მონაწილეობს. ფესტივალზე მოსული სტუმრებისთვის თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილია შემოდგომის თემაზე სპეციალურად მომზადებული კუთხე და კულტურული პროგრამა.

ქალაქის ცენტრალურ მოედანზე კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან ერთად, წარმოდგენილია სხვადასხვა ღვინის კომპანია და „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ბენეფიციარების პროდუქცია.

ფესტივალის ფარგლებში, გლეხებისა და კომპანიების მიერ გამოხდილი ჭაჭის კონკურსი ტარდება. ჟიურის წევრების მიერ გლეხისა და კომპანიის მიერ წარმოებული ჭაჭის შეფასების შედეგად გამოვლენილი გამარჯვებულები, – ბრინჯაოს, ვერცხლისა და ოქროს მედლებით ჯილდოვდებიან.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts