ერთსართულიანი, აგურისა და რიყის ქვით ნაშენი სახლი ორი ქუჩის კუთხეში მდებარეობს. ფასადების ზედაპირი რიტმულად განთავსებული, აგურის საპირეებში ჩასმული ფანჯრებით ნაწევრდება, პარაპეტი კბილანებიანი აგურის დეკორითაა შემკული. ფასადის კუთხის არე წაკვეთილია და მასზე დატანილი სარკმელი ამოშენებულია. საცხოვრებელს გააჩნია ღირებული, შეულესავი სარდაფის სივრცე. სახლი მეცხრამეტე საუკუნითაა დათარიღებული. თავისი მდებარეობით, მასშტაბითა და სივრცითი გეგმარებით მოცემული შენობა მნიშვნელოვნ როლს თამაშობს მიმდებარე განაშენიანების ურბანული სტრუქტურის ფორმირებაში.
The one-story house built of brick and cobblestone is located on the corner of two streets. The surface of the facades is divided by rhythmically arranged windows inserted into brick casing, the parapet is decorated with crenellated bricks. The corner section of the facade was truncated and the window on it is bricked-up. The house has a valuable, unplastered basement. The house dates back to the nineteenth century. With its location, scale and space planning, the building plays an important role in the formation the urban structure of the adjacent development.
ობიექტი



