თელავის „ბატონის ციხე“ რთული ხუროთმოძღვრული კომპლექსია, რომელიც კახთა მეფეების რეზიდენცია იყო მე-17-მე-18 საუკუნეებში. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში აქ მეფე ერეკლე მეორის რეზიდენცია იყო მოთავსებული და თელავის მეფეთა სახლი ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი გახლდათ. ამასთანავე, მას დიდი სამხედრო მნიშვნელობაც ჰქონდა, რაზეც ძეგლის ხუროთმოძღვრული სახე მიგვანიშნებს.
ბატონის ციხის არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, კვირიკე დიდმა (1010-1037), გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის პირველმა მეფემ, „ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა“. „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა. მშენებლობის პირველ ეტაპზე (1667-1675 წწ. – არჩილის მეფობა) ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე (კახთ მეფეთა სასახლე), აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანოა აგებული. მშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, გალავანი კუთხის მრგვალი ბურჯებით და დასავლეთის კარიბჭეა აგებული.
„ბატონის ციხის“ კომპლექსი გეგმაში წაგრძელებულ, არათანაბარ მართკუთხა ფორმას წარმოადგენს. იგი გვიან შუა საუკუნეებში კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი რიყის ქვით ნაგები მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც 3 ჰექტარამდე სივრცეს ფარგლავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი არა მხოლოდ მეფეთა საცხოვრებელი ანსამბლი იყო, არამედ მას დიდი სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა – აღნიშნული ისტორიული გალავანი მეფე ერეკლეს დროს ქალაქს შემოსევებისაგან იცავდა და მოსახლეობისათვის მტკიცე თავდაცვით საშუალებას წარმოადგენდა.
კომპლექსის ტერიტორია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილებად იყო დაყოფილი, რაც დღემდე შენარჩუნებულია. დასავლეთის ვრცელი მონაკვეთი, საფიქრებელია, რომ ციხე-გალავნის როლს ასრულებდა. მისი ფართობი 1,5 ჰექტარზე მეტია, რაც სამეფო ანსამბლის არსებობაზე მიუთითებს. ხოლო აღმოსავლეთის მონაკვეთი შიდა ციხეს წარმოადგენს, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს აღემატება.
„ბატონის ციხის“ ხუროთმოძღვრული კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია კახთ მეფეთა ერთსართულიანი სასახლე, რომელიც არქიტექტურულ ანსამბლში დამოუკიდებლად მდგარ, მთავარ ნაგებობას წარმოადგენს. ფართო ვიტრაჟებიანი შეისრული სარკმლებით გაფორმებული აღმოსავლურ სტილის სასახლე გეგმაში კვადრატსააა მიახლოებული. მასში განთავსებულია სწორკუთხა მისაღები დარბაზი და ხუთი მცირე ზომის ოთახი დერეფნებითურთ. სასახლის ინტერიერი ძველად მოხატული ყოფილა.
სასახლის უნიკალობა, გარდა მისი ხუროთმოძღვრული იერისა, უპირველესად, მისი აგების ისტორიაშიცაა. მეფეთა სასახლის აგების ისტორიასა და დათარიღების საკითხს არაერთი მეცნიერი იკვლევდა. საინტერესოა მკვლევარ თ. ალდამიძის მოსაზრება, რომ სასახლე კახეთის მუსულმანი მმართველის მიერ არის აშენებული და ასეთად იგი დავით იმამყულიხანს მიიჩნევს, რომელიც კახეთის გამგებლობას 1703 წლიდან შეუდგა.
მეფის სასახლის მოკრძალებული იერსახე მეტყველებს საქართველოს მეფეთა დინასტიის ზნე-ჩვეულებებზე. 1801 წელს თელავის სასახლე, როგორც ქართველ მეფეთა რეზიდენცია გაუქმდა. 1860-იან წლებში, ანა ჭავჭავაძისა და გრ. ორბელიანის თაოსნობით, სასახლის შენობა გადაეცა წმ. ნინოს ქალთა საქველმოქმედო საზოგადოებას, შემდგომში წმ. ნინოს სასწავლებელს.
თელავის ბატონის ციხე თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშ-ნავ ძეგლს წარმოადგენს. იგი უმნიშვნელოვანესი ნაგებობაა, რადგან საქართველოში შემორჩენილი სასახლეების ერთეულ ნიმუშთაგანია, რის გამოც იგი ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსს ატარებს.
The Fortress “Batonis Tsikhe” in Telavi is a complex architectural complex, which was the residence of the kings of Kakheti in the 17-18 centuries. In the second half of the 18th century, the residence of King Erekle II was located here, and the Telavi royal house was the political center of Kartli and Kakheti kingdom. In addition, it was of great military importance, as evidenced by the architectural appearance of the monument.
The architectural complex of Batonis Tsikhe is the only preserved royal palace in Georgia. The architectural complex includes: The palace of the kings of Kakheti, the church of Erekle II, the church of Archil, the gate of the fortress, a bathhouse and a tunnel on the territory of the castle. According to historical sources, Kvirike the Great (1010-1037), the first king of the united Kakheti and Hereti, “made Telavi as the palace and throne of Kakheti and Hereti”. The construction of the architectural complex of ” Batonis Tsikhe ” is divided into two stages. In the first stage of construction (1667-1675 – Archil’s reign) the Erekle II Memorial Palace (Palace of the kings of Kakheti), the eastern gate and the bathhouse were built. In the second stage of construction, which covers the second half of the 18th century, the church of Erekle II, a wall with round pillars at the corner and a west gate were built.
The complex “Batonis Tsikhe” has an elongated, uneven rectangular shape in plan. It is surrounded by a high wall built of cobblestone, typical for the Kakheti architecture of the late Middle Ages, which covers an area of up to 3 hectares. According to historical sources, the architectural complex “Batonis Tsikhe” was not only a dwelling ensemble of kings, but also had a great military purpose – this historical wall protected the city from invasions during the reign of King Erekle and served as a reliable means of protection for the population.
The territory of the complex was divided into two parts – west and east, which is preserved to this day. A vast section of the west, it can be assumed that it served as a fortress-wall. Its area is more than 1.5 hectares, which indicates the existence of a royal ensemble here.
In the central part of the eastern section of the architectural complex of “Batonis Tsikhe” there is a one-storey palace of the Kakhetian kings, which is the main building, standing independently in the architectural ensemble. The oriental-style palace, decorated with wide stained-glass lancet windows, is close to a square in plan. It has a rectangular living room and five small rooms with corridors. The interior of the palace was painted in ancient times. The uniqueness of the palace, in addition to its architectural appearance, lies primarily in the historey of its construction. The historey of the construction of the Palace of the Kings and the issue of dating has been studied by many scientists. According to T. Aldamidze’s opinion, the palace was built by the Muslim ruler of Kakheti and considers him to be David Imamkulikhan, who began to rule Kakheti in 1703.
The modest appearance of the Royal Palace reflects the morals and customs of the Georgian royal dynasty. In 1801, the Telavi Palace, as the residence of the Georgian kings, was abolished. In the 1860s, under the leadership of Anna Chavchavadze and Gr. Orbeliani, the building of the palace was transferred to St. Nino Women’s Charity Organization, hereinafter St. Nino school.
Batonis Tsikhe in Telavi, with its architectural and historical features, is a remarkable monument of cultural heritage. This is the most important building, as it is one of the few surviving examples of palaces in Georgia, due to which it has the status of a monument of national importance.





