გვიანი შუა საუკუნეებით დათარიღებული, კოხტა პროპორციების, მართკუთხა გეგმარების მქონე დარბაზული ტიპის მომცრო ზომის ნაგებობა „სადროშე“ ყოფილა. მას ისტორიული ფუნქცია ჰქონდა. სადროშე ძველი თელავის საფორტიფიკაციო სისტემის ნაწილი იყო. ნაგებობა ნაშენია რიყის ქვით, ფასადები შეულესავია, ხოლო კარ-სარკმელთა შეისრული ფორმის თავსართებისთვის გამოყენებულია ქართული ბრტყელი აგური. აღმოსავლეთ მხარეს სადროშეს ასრულებს ნახევრწრიული აფსიდი, რომელიც გარედან ჩაწერილია გეგმარების სწორ კედელში. აღმოსავლეთ მხარესვე ორი თახჩა და სარკმელია გაჭრილი პირველი სართულის დონეზე, ხოლო ზემოთ სათოფურები და მცირე ზომის საჭვრეტელები. ვიწრო შეისრულთაღოვანი შესასვლელები სადროშეში პირველ სართულზე მოწყობილი. ნაგებობა დღეს მოქცეულია თელავის დრამატული თეატრის ფოიეს შიდა სივრცეში. მოკრძალებული იერსახის მიუხედავად, მოცემული ნაგებობა მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოში მცირე რაოდენობით არსებული გვიანი შუა საუკუნეების, შერეული ფუნქციის მქონე არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია.
Dating back to the late Middle Ages, a small hall-type rectangular building with refined proportions was a flag spot. It had a historical function. The flag spot was part of the fortification system of old Telavi. The building is built of cobblestones, the facades are not plastered, and Georgian flat brick is used for the pointed arches of windows and doors. On the eastern side, the flag-post is located on a semicircular apse, which, from the outside, is inscribed into the straight wall of the planning. On the east side, there are two wall closets and windows cut at the level of the first floor, and above – gun-ports and small sight glasses. Narrow pointed arch entrances to the flag spot are arranged on the first floor. Today the building is located inside the foyer of the Telavi Drama Theatre. Despite its modest appearance, this building is important because it is one of the few examples of late medieval architecture with a mixed function in Georgia.



