,,ბიძინა ჩოლოყაშვილის’’ სახელობის ქუჩის დასაწყისში, ერთიმეორის მოპირდაპირედ, მდებარეობს სასტუმრო „ძველი თელავის’’ ორი კორპუსი. სამხრეთით მდებარე შენობა XIX საუკუნის 80-90-იანი წლების მიჯნაზეა აგებული. იგი თავისი არქიტექტურული სტილით, ევროპული ყაიდით, სიდიადითა და გარეგნობით მნახველების ყურადღებას ყოველთვის იპყრობდა.
ყოფილი სახაზინო სახლის ორსართულიანი კუბური მოცულობა იოლად იპყრობს ყურადღებას, როგორც მდებარეობით, ისე უხვად დეკორირებული ფასადით. სახეცვლილი პირველი სართულისა და თანამედროვეობაში დაშენებული მანსარდის მიუხედვად, ნაგებობა ინარჩუნებს მე-19 საუკუნის დასასრულისათვის ტიპური ნეოკლასიცისტური სტილის ნიშნებს. მთავარი ფასადის დეკორატიული პლასტიკური შემკულობა ცხადყოფს მოცემული შენობის არქიტექტურის სიახლოვეს სახაზინო პროექტების მოთხოვნებთან, რის გამოც სახლს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თელავის მე-19-მე-20 საუკუნეების მიჯნის არქიტექტურაში.
There are two opposite buildings of the hotel “Old Telavi” standing at the beginning of Bidzina Cholokashvili Street. The building to the south was built at the turn of the 80s and 90s of the XIX century which used to attract the attention of visitors with its architectural style, European attitude, grandeur and design.
The cubic volume of the two-storey former treasury house easily attracts attention both with its location and richly decorated facade. Despite the altered ground floor and attic addition, the building retains features of the typical neoclassical style of the late 19th century. The decorative and plastic decoration of the main facade testifies to the compliance of the building’s architecture with the requirements of treasury projects, so the house is of particular importance in the architecture of Telavi at the turn of the 19th and 20th centuries.



