თაღოვანი ღიობებით ფართოდ გახსნილი ერთსართულიანი შენობა თავდაპირველად სავაჭრო რიგს წარმოადგენდა. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარში აგებული და დღემდე შემორჩენილი სავაჭრო რიგები (გვიანდელი გადაკეთებების მიუხედავად) თავისი მხატვრული-არქიტექტურული ღირებულებითა და პირველადი ფუნქციით თელავის ურბანული მემკვიდრეობის გამორჩეულ ნიმუშს წარმოადგენს.
A one-storey building, with wide open archways, was originally a shopping arcade. Built in the first half of the 19th century and preserved to this day, the shopping arcade, with its artistic and architectural value and initial function, is a vivid example of Telavi’s urban heritage.

