საკმაოდ დიდი ზომის შენობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული. სახლის პირველი სართული სავაჭრო რიგს წარმოადგენდა, მისი ფუქნციიდან გამომდინარე, მას მოგვაინებით საჯინიბო მიაშენეს. ამჟამინდელი საცხოვრბელი ძველად საშემოსავლო სახლს წარმოადგენდა. ამდენად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით, შერეული ფუნქციით, თელავისათვის ტრადიციული გეგმარებით და მხატვრულ-არქიტექტურული გადაწყვეტით.
A fairly large building was built in the second half of the 19th century. The ground floor of the house was a shopping arcade, and because of its function, a stable was later added to it. The current dwelling used to be an income house. Thus, the building is important for its antiquity, mixed function, traditional for Telavi planning and artistic and architectural solution.





























