“გორიჯვრის” ეკლესია ძველი ციხის შიგნით მდებარეობს. ყადორის ბორცვზე შემორჩენილი გალავნის შემდეგ უმთავრეს არქიტექტურულ მახვილს ქმნის აგურისა და ქვის მონაცვლე რიგებით ნაგები მე-19 საუკუნის დარბაზული ეკლესია. ნაგებობა გადაკეთებულია; არსებობს ვარაუდი, რომ იგი გარდამავალი ხანის (მე-7 საუკუნის მეორე ნახევარი – მე-10 საუკუნის შუა წლები) ტაძრის ნაშთებზე უნდა იყოს აგებული. ძველი ნაშთები შემორჩენილია ციხის ზღუდის კედლების სახით, რომელიც იწოდება “ძველ გალავნად” და ორ ხევს შორის მაღალ ბორცვზე მდებარეობს.
საკმაოდ დიდი ზომის ეკლესია წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული საკურთხევლით, რომელსაც გვერდებში სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს. დარბაზი შეკრულია შეისრული თაღებით. დასავლეთ მონაკეთში ჩანს უფრო მოგვიანო პერიოდის მშენებლობის კვალი, რაზედაც მიუთითებს ნახევარწრიული თაღების არსებობა. ტაძარს შესასვლელი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან აქვს; აკედანვე აქვს მიდგმული სამრეკლო.
მოკრძალებული იერსახის მიუხედავად, მოცემული ეკლესია მნიშვნელოვანია, რადგან იგი საქართველოში მცირე რაოდენობით არსებული გვიანი შუა საუკუნეების სატაძრო არქიტექტურის ერთ-ერთი ნიმუშია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეკლესიის თავდაპირველი დათარიღება, რადგან შესაძლოა, იგი კვირიკე დიდის პერიოდის კარის ეკლესიას წარმოადგენდეს.
,,დაბახნების გორის“ მოსაზღვრედ თელავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია – ე.წ. „ძველი გალავანი“. იგი ე.წ. ,,ყადორის გორაზე“, თელავის ერთ-ერთ დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე მდებარეობს.
,,ყადორის გორა“ მოქცეულია „მაწანწარის ხევსა“ და თელავის ,,დიდ ხევს“, იგივე ,,თელავის რიყეს“ შორის.
,,ყადორის გორაზე“ შემორჩენილია კახეთის მეფე კვირიკე III დიდის დროინდელი ციხე-გალავნის ნაშთები. ამის გამო მას „ძველი გალავნის“ უბანსაც ეძახიან, განსხვავებით ,,ახალი გალავნისაგან’’, რომელსაც დღევანდელი თელავის ცენტრში მდებარე მეფე ერეკლე II-ის მიერ განახლებულ ,,ბატონის ციხეს“ ეძახდნენ.
კვირიკე III დიდი კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ერქვათ ქორეპისკოპოსები. კვირიკე III-ის დროს კახეთის სამეფოს დედაქალაქი თელავი გახდა. თანამედროვე ალავერდის ტაძრის აგებაც დაკავშირებულია კახეთის მეფის კვირიკე III-ის, იგივე კვირიკე დიდის სახელთან.
სახელწოდება ,,ყადორი“ კახეთში რამდენიმე ადგილას არის დაფიქსირებული.
ა) ,,ძველი გალავნის’’ შიდა ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის – ეკლესიის ნანგრევები. სავარაუდოდ, იგი კახეთის მეფე კვირიკე III დიდის კარის ეკლესიის ადგილზეა აშენებული XVIII საუკუნეში.
ამ ეკლესიას ,,გორიჯვარსაც’’ უწოდებდნენ. იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობის’’ მიხედვით, სწორედ აქ იყო დასვენებული სვეტიცხოვლის წმინდა ძელის დარჩენილი მასალისგან დამზადებული ჯვარი, რაც ამ ადგილს საკმაოდ დიდ საკრალურ მნიშვნელობას სძენდა თელაველებისთვის.
“Gorijvari” church is located inside the old fortress. It is a 19th-century hall church built from alternating rows of brick and stone. The building is altered. There is an assumption that it must have been built on the remains of the Church of the transition period (second half of the 7th century – the middle of the 10th century). The old remains have been preserved in the form of walls of the castle fence, which is called the “old fence” and is located on a high hill between two ravines. The rather large church represents a hall-type structure. The church from the east ends with a semicircular chancel, which has a prothesis and diaconicon on the sides. The hall is bounded by arches. In the western part, traces of a building of a later period are visible, as evidenced by the presence of semicircular arches. The temple has entrances from the north and west; A bell-tower is placed from here too. Despite its modest appearance, this church is important because it is one of the few examples of late medieval temple architecture in Georgia. Even more important is the original dating of the church, since it could be the church of Kvirike the Great period.
One of the most colorful districts of Telavi is bordered by Dabakhnebi’s Gora (hill) – the so-called “Old Royal Wall”. It is is located on “Kadori’s Gora (hill)” which is one of the largest and most densely populated areas of Telavi.
“Kadoris Gora (hill)” is located between “Matsantsara Khevi (revine)” and Telavi “Didi Khevi (big ravine)”, the same as “Telavi Rike”.
Remains of the castle-wall of King Kvirike III the Great of Kakheti are preserved on “Kadori Hill”. Because of this, it is also called the “Old Royal Wall” district, in contrast to the “New royal Wall”, which was rebuilt as a “Roayal Palace” renovated by the King Erekle II and situated in the center of Telavi.
Kvirike III was the king of Great Kakhet-Hereti in 1010-1037. He united Kakhet-Hereti and received the title of king. Before that, the nobles of Kakheti were called choir bishops. During the King Kvirike III, Telavi became the capital of the Kingdom of Kakheti. The construction of the modern Alaverdi temple is also connected with the name of King Kvirike III of Kakheti, the same Kvirike the Great.
The name “Kadori” is recorded in several places in Kakheti.
- a) There are the ruins of St. George Church inside the “old royal wall” It is believed that it was built on the site of the royal court chapel of King Kvirike III the Great in Kakheti in the 18th century.
This church was also called “Gorijvari”. According to Ioane Batonishvili’s manuscript “Kalmasoba”, the cross made of the remaining material of the sacred pillar of Svetitskhoveli was resting here, which made this place quite sacred for the people of Telavi.





