al.chavchavadzis10.-gorijvris-cixe-galavani-1-scaled

გორიჯვრის ციხე-გალავანი თელავის ერთ-ერთ უძველეს ნაწილში, ყადორის ბორცვზე მდებარეობს. რიყის ქვით ნაგები და ნახევარწრიული კონტრფორსებით ხშირი რიგით გამაგრებული გალავანი მთის რელიეფს მიუყვება. ციხე ნაგებია საშუალო ზომის რიყის ქვით. გალავნის ცალკეულ მონაკვეთებში გამოყენებულია აგური. შესასვლელი გალავანს სამხრეთიდან ჰქონია მოწყობილი; მეორე, აღმოსავლეთის შესასვლელი გვიანდელი პერიოდისაა.

ციხე-გალავანი მე-8-მე-9 საუკუნეებით თარიღდება. გორიჯვრის ციხე-გალავანი მნიშვნელოვანია, როგორც თელავის ერთ-ერთ უძველესი საფორტიფიკაციო ნაგებობა.

   ,,დაბახნების გორის“ მოსაზღვრედ თელავის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბანია – ე.წ. „ძველი გალავანი“. იგი ე.წ. ,,ყადორის გორაზე“, თელავის ერთ-ერთ დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ადგილზე მდებარეობს.

     ,,ყადორის გორა“  მოქცეულია „მაწანწარის ხევსა“ და თელავის ,,დიდ ხევს“, იგივე ,,თელავის რიყეს“ შორის.

     ,,ყადორის გორაზე“ შემორჩენილია კახეთის მეფე კვირიკე III დიდის დროინდელი ციხე-გალავნის ნაშთები. ამის გამო მას „ძველი გალავნის“ უბანსაც ეძახიან, განსხვავებით ,,ახალი გალავნისაგან’’, რომელსაც დღევანდელი თელავის ცენტრში მდებარე მეფე ერეკლე II-ის მიერ განახლებულ ,,ბატონის ციხეს“ ეძახდნენ.

     კვირიკე III დიდი კახეთ-ჰერეთის მეფე იყო 1010-1037 წლებში. მან გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და მიიღო მეფის ტიტული. მანამდე კახეთის მთავრებს ერქვათ ქორეპისკოპოსები. კვირიკე III-ის დროს კახეთის სამეფოს დედაქალაქი თელავი გახდა. თანამედროვე ალავერდის ტაძრის აგებაც დაკავშირებულია კახეთის მეფის კვირიკე III-ის, იგივე კვირიკე დიდის სახელთან.

         სახელწოდება  ,,ყადორი“ კახეთში რამდენიმე ადგილას არის  დაფიქსირებული.

ა) ,,ძველი გალავნის’’ შიდა ტერიტორიაზე დგას წმინდა გიორგის სახელობის – ეკლესიის ნანგრევები. სავარაუდოდ, იგი კახეთის მეფე კვირიკე III დიდის კარის ეკლესიის ადგილზეა აშენებული XVIII საუკუნეში.

ამ ეკლესიას  ,,გორიჯვარსაც’’ უწოდებდნენ. იოანე ბატონიშვილის ,,კალმასობის’’ მიხედვით, სწორედ აქ იყო დასვენებული სვეტიცხოვლის წმინდა ძელის დარჩენილი მასალისგან დამზადებული ჯვარი, რაც ამ ადგილს საკმაოდ დიდ საკრალურ მნიშვნელობას სძენდა თელაველებისთვის.

Gorijvari fortress-fence is located in one of the oldest parts of Telavi, Kadori hill. The fence, built of cobblestone and reinforced with frequent rows of semicircular buttresses, runs along the mountainous relief. The fortress is built of medium-sized cobblestone. Bricks are used in some sections of the fence. The entrance fence was built from the south; the second, the eastern entrance, belongs to the late period. The fortress -fence dates back to the 8th-9th centuries. Gorijvari fortress-fence is important as one of the oldest fortifications in Telavi.

One of the most colorful districts of Telavi is bordered by Dabakhnebi’s Gora (hill) – the so-called “Old Royal Wall”. It is is located on “Kadori’s Gora (hill)” which is one of the largest and most densely populated areas of Telavi.

“Kadoris Gora (hill)” is located between “Matsantsara Khevi (revine)” and Telavi “Didi Khevi (big ravine)”, the same as “Telavi Rike”.

     Remains of the castle-wall of King Kvirike III the Great of Kakheti are preserved on “Kadori Hill”. Because of this, it is also called the “Old Royal Wall” district, in contrast to the “New royal Wall”, which was rebuilt as a “Roayal Palace” renovated by the King Erekle II and situated in the center of Telavi.

     Kvirike III was the king of Great Kakhet-Hereti in 1010-1037. He united Kakhet-Hereti and received the title of king. Before that, the nobles of Kakheti were called choir bishops. During the King Kvirike III, Telavi became the capital of the Kingdom of Kakheti. The construction of the modern Alaverdi temple is also connected with the name of King Kvirike III of Kakheti, the same Kvirike the Great.

The name “Kadori” is recorded in several places in Kakheti.

  1. a) There are the ruins of St. George Church inside the “old royal wall” It is believed that it was built on the site of the royal court chapel of King Kvirike III the Great in Kakheti in the 18th century.

This church was also called “Gorijvari”. According to Ioane Batonishvili’s manuscript “Kalmasoba”, the cross made of the remaining material of the sacred pillar of Svetitskhoveli was resting here, which made this place quite sacred for the people of Telavi.

0 COMMENTS

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Related Posts