კახეთისათვის ტრადიციული, აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ნაგები, ლათინური „L“ გეგმის მქონე ორსართულიანი შენობა დღეს მძიმე მდგომარეობაშია. შენობის მომხიბვლელობას ქმნიდა ორივე სართულის მთელ სიგრძეზე განთავსებული ხის მსუბუქი ჭვირული აივნები, რომელთაგან დღეს ყურადღებას იქცევს წახნაგოვანი სვეტები მრავალწახნაგა კაპიტელებით. სახლს აქვს ნახევარსარდაფი, სადაც თაღოვანი თახჩებია შემონახული. შენობა მე-19 საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მოცემული სახლი თელავური საერო არქიტექტურის ერთ-ერთ საინტერესო ნიმუშს წარმოადგენს. შენობა მნიშვნელოვანია თელავური ურბანული არქიტექტურისათვის სახასიათო გეგმარებითი კომპოზიციის, ნახევარსადაფის აუთენტური ინტერიერისა და სიძველის გამო.
Today, the two-storey house with the Latin “L” planning, built of mixed masonry of brick and cobblestone, is in a very poor condition. The beauty of the building was light wooden openwork balconies placed along the entire length of both floors, of which today, faceted columns with multifaceted capitals draw attention. The house has a basement where arched closets are preserved.
The building dates back to the mid-19th century. This house is one of the interesting examples of Telavi secular architecture. The building is important for its planning composition, authentic semi-basement interior and antiquity, typical for the urban architecture of Telavi.
ძეგლი












