განიერი, ფრონტონით დასრულებული საცხოვრებლის ფასადის ცენტრალურ ნაწილში შემონახულია თავდაპირველი აგურის წყობით მოპირკეთებული კედლის ფრაგმენტი, რომელიც აგურისავე პილასტრებითა და დაკბილული პარაპეტით ქმნის საფასადე კომპოზიციას. ფასადის დანარჩენი არე შელესილი და სახეცვლილია. ერთ-ერთი პილასტრის თავზე სამშენებლო წარწერაა დატანილი. სახლი დათარიღებულია XIX საუკუნის ბოლო მეოთხედით. გადაკეთებების მიუხედავად, შენობას მნიშვნელობას სძენს სიძველე და ფასადზე დაცული სამშენებლო წარწერა.
In the central part of the wide facade with a pediment, a fragment of a wall lined with the original brickwork has been preserved, forming a facade composition with brick pilasters and a crenellated parapet. The rest of the facade has been plastered and altered. There is a building inscription on one of the pilasters. The house dates from the last quarter of the 19th century. Despite the reconstruction, the building is important for its antiquity and the preserved building inscription on the facade.
ობიექტი







