სადა და მოწესრიგებული კლასიცისტური სტილის ფასადის მქონე ძველი ქართული აგურით ნაგები ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრით თარიღდება. გადმოცემის თანახმად, იგი თავადმა ჩოლოყაშვილმა ააშენა, შემდგომ პერიოდში კი თელავის მაზრის ექიმს, ზაუტაშვილს ეკუთვნოდა. შენობა მნიშვნელოვანია თითქმის ხელუხლებელი, აუთენტური სახით დაცული ინტერიერით, სადაც შემორჩენილია ხის იატაკები, შელამფული ჭერი, ხის თახჩები და კედლის ბუხრები.
The old Georgian brick house with a simple and neat classicist facade dates back to the first half of the 19th century. According to saying, it was built by the prince Cholokashvili, and later belonged to the doctor of the Telavi district, Zautashvili. The building features an almost intact, authentically preserved interior with wooden floors, wooden ceiling, wooden closets and wall fireplaces.











