შეულესავი აგურის ორსართულიანი შენობა 1910 წელს არის აგებული. საცხოვრებელი სახლი ყურადღებას იქცევს აგურის წყობით დეკორირებული პარაპეტითა და კარ-სარკმლით რიტმულად დანაწევრებული სადა და მოწესრიგებული ფასადით. სახლს ერთდროულად აქვს შემაღლებული პარაპეტი და ორქანობა სახურავი, რაც ქალაქური, კერძოდ, ევროპული და რეგიონური ხუროთმოძღვრული ელემენტების საინტერესო სინთეზს გვთავაზობს. შენობას მნიშვნელობას სძენს მისი დამათარიღებელი წარწერა, აგურის წყობაში გამოყვანილი საფასადო დეკორი და ორიგინალური გეგმარებითი კომპოზიცია.
A two-storey unplastered brick building was built in 1910. The houseattracts attention with a parapet decorated with brickwork and a simple and neat facade divided by doors and windows. The house has both a raised parapet and triangular roof covering, which represents an interesting synthesis of urban, in particular European and regional architectural elements. The building is given significance by its dated inscription, brickwork facade decoration and original planning composition.





