აგურისა და რიყის ქვით ნაგები, მოკრძალებული მასშტაბის მქონე ერთსართულიანი შენობა დღესდღეობით საკმაოდ სახეცვლილია, თუმცა სარკმლების შემომწერი დეკორატიული თაღედი და ფრონტონის აგურის წყობით გამოყვანილი მკულობა სახლის ხნოვანებაზე მიუთითებს და მისი აგების თარიღს მე-19 საუკუნის მეორე ნახევრით მონიშნავს. გვიანდელი გადაკეთებების მიუხედავად, შენობა მნიშვნელოვანია სიძველით და თელავისათვის ტრადიციული საფასადო კომპოზიციით.
Built of brick and cobblestones, the modest one-storey building has changed significantly today, although the decorative arcade that contour the windows and the pediment decoration made of brickwork indicate the age of the house and date it to the second half of the 19th century. Despite the late renovation, the building is important for its antiquity and traditional facade composition.








