მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აგებული ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დღეს ძლიერ სახეცვლილია და მძიმე მდგომარეობაშია. აგურისა და რიყის ქვით ნაგები შენობის პირველი სართული, როგორც ფრაგმენტულად შემორჩენილი ფართო თაღოვანი ღიობებიდან ჩანს, ძველად სავაჭრო რიგს ეკავა, მეორე სართული კი სასტუმრო-საცხოვრებელი ფუნქციისა იყო. ნალესობით დაფარულ მთავარ ფასადს თელავური ტრადიციისამებრ, ცვლის აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობით ნაგები გვერდითა კედლლები. შენობა წარმოადგენს მე-19 საუკუნის ერთ-ერთ საინტერესო ნაგებობას, რომელშიც კომბინირებულია თავდაპირველი სავაჭრო და სასტუმრო სახლის ფუნქციები.
Today, a two-storey house, built in the second half of the 19th century, has been heavily altered and is in poor condition.The first floor of the building, made of bricks and cobblestones, as visible from fragmentarily preserved wide archways,used to be a shopping arcade, and the second floor had a hotel-residential function. Side walls made of brick and cobblestone masonry changethe main plastered facade. The building is one of the most interesting buildings of the 19th century, combining original commercial and guest housefunctions.


