ირეგულარული გეგმარების მქონე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი ქუჩის ხაზიდან ოდნავ სიღრმეშია შეწეული და მოსაზღვრულია ქვითა და აგურით ნაგები ზღუდე-გალავნით. შენობის მთავარი მხატვრული აქცენტი მის რამდენიმე ფასადზე განთავსებული, ნალესობით დაფარული აგურის კვადრატულსა და წრიულ ბურჯებს დაყრდნობილი ხის ჭვირული აივანია, რომლის ორნამენტულ რეპერტუარშიც არტ ნუვოს სტილისტიკა იკითხება. როგორც ირკვევა, მე-19 საუკუნის შუა ხნის შენობას ხის აივანი გასული საუკუნის დასაწყისში მიაშენეს. თავისი მდებარეობით, მსხვილი მასშტაბითა და სივრცით-გეგმარებითი კომპოზიციით მოცემული ნაგებობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიმდებარე განაშენიანების ფორმირებაში.
A two-storey house of irregular design is somewhat deeper from the street line and is bordered by a stone and brick fence. The main artistic accent of the building is an openwork wooden balcony, which is placed on several facades and supported by square and round brick pillars, whose ornamental repertoire reflects Art Nouveau style. At the beginning of the last century, a wooden balcony was added to the building. Due to its location, scale and space-planning composition, this building plays an important role in the formation of adjacent development.
ძეგლი



